ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები უკვე ცნობილია. გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფიო გორგოძის თქმით, 2022 წელს სწავლის გაგრძელების უფლება სულ 32 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.
მათგან სახელმწიფო გრანტი 6 550-მდე გამოსაცდელმა მიიღო, მათ შორის 1 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა 100%-იანი გრანტი, 70%-მდე 1 500-მდე, 50%-იანი გრანტი კი - 4000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.   https://online2.naec.ge/uee-res/?fbclid=IwAR3AYFFzOEeIA8Nn4szTXrz6BfDXud-iM711I5FBuPEUJ6QUaKxl75jJXXA - გვერდზე შეგიძლიათ შეიტყოთ გამოცდებში მიღებული შეფასებები. ამ გვერდზე შეგიძლიათ შეიტყოთ გამოცდებში მიღებული შეფასებები, ნახოთ თქვენი ნაშრომების სკანირებული ასლები და ყოველ კონკრეტულ დავალებაში მიღებული ქულა.

ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადები მიიღება ელექტრონული ფორმით ონლაინ რეჟიმში ცენტრის ოფიცილური ვებგვერდისა (www.naec.ge) და რეგისტრაციის ვებგვერდის (online.naec.ge) გამოყენებით ცენტრის მიერ განსაზღვრულ ვადებში.



დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვმართეთ ცხელ ხაზზე: (032) 2473333 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: onlineregistration@naec.ge