თბილისის მერიის განცხადებით, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებული ღონისძიების - „ჩემი გაზაფხული 2023“-ის ფარგლებში გასამართი გარბენის გამო, 26 მარტს, 11:00 სთ-დან 12:00 სთ-მდე დავით აღმაშენებლის გამზირზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.
"შეზღუდვა იმოქმედებს დოდო აბაშიძის ქუჩის კვეთიდან კიევის ქუჩის კვეთამდე. მარჯანიშვილის ქუჩიდან ჯემალ ჭკუასელის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ კოტე მარჯანიშვილისა და დიმიტრი უზნაძის ქუჩების გამოყენებით. ხოლო კიევის ქუჩიდან დავით აღმაშენებლის გამზირისა და ჯემალ ჭკუასელის ქუჩის მიმართულებით მოძრაობის სქემა დარჩება უცვლელი.
ღონისძიების მიმდინარეობისას დავით აღმაშენებლის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს უცვლელად, მოქმედი მარშრუტის შესაბამისად." - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.