გარემოს ეროვნული სააგენტო მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 2 მაისის დღის ბოლოდან 3 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ნალექიანი ამინდი კი 5 მაისამდე შენარჩუნდება.
„2 მაისის დღის ბოლოდან 3 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში, ხოლო 4 მაისიდან 5 მაისის დილამდე ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.