საქართველოს ფოსტა გზავნილს არ გაბარებს, სასამართლოში, პაროლს არასწორად გაძლევენ, უბრალოდ მიკვირს ეს ქვეყანა როგორ დგას ფეხზე, როდემდე გაუძლებს ამდენ მუქთახორას არსებობას. - ამის შესახებ ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"მურუსიძე-ჩინჩალაძის სახელობის სასამართლოში ვცდილობ ნაკლებად მივიდე,მაგრამ არ გამოდის, ადვოკატს გჭირდება კომუნიკაცია. პაროლს, რომ შეცდომით მოგცემენ ამათ რა უნდა ელაპარაკო? დილით 9-30 საათზე მივედი თბილისის საქალაქო სასამართლოში,რომ მომეგვარებინა მომხმარებლის და პაროლის საკითხი. მაგრამ ამ უბედურ სასამართლოში, რა თქმა უნდა, მომცეს პაროლი შეცდომით. მოშლილია ყველაფერი! საქართველოს ფოსტა გზავნილს არ გაბარებს, სასამართლოში, პაროლს არასწორად გაძლევენ, უბრალოდ მიკვირს ეს ქვეყანა როგორ დგას ფეხზე, როდემდე გაუძლებს ამდენ მუქთახორას არსებობას. დიდება მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს! დიდება გმირებს!" - წერს ზაზა ხატიაშვილი.