ის, რაც დღეს ხდება ტრასტებთან მიმართებაში, როდესაც კლიენტმა საკუთარი სახსრები განათავსა და ამ სახსრებზე წვდომა აეკრძალა, ჩვენ ამას კვალიფიცირებას ვაძლევთ, როგორც არაფორმალური სანქცირებისა, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ფაქტია, რომ კლიენტს შეეზღუდა თავისი უფლებების განხორციელება, საკუთარ აქტივებზე წვდომა და ეს რა არის, თუ არა დასჯა - სანქცირება?! თუ ჩვენ გავითვალისწინებთ, რომ ასეთ სანქცირებას, დასჯას არც სამართლებრივი წინაპირობები აქვს და არც რაიმე სხვა, ცხადია, ჩვენ სხვა დასკვნის საშუალება არ გვაქვს, თუ არა, არაფორმალური სანქცირება ვუწოდოთ იმ მეთოდს, რა მეთოდსაც ტრასტები ამ შემთხვევაში ბანკის ხელით იყენებენ კლიენტის მიმართ. მაშინ, როდესაც ამა თუ იმ მოქმედებას ახსნა არ აქვს არც სამართლის დაწერილ ნორმაში და არც ზნეობით ნაკარნახევ ნორმაში, ცხადია სხვა დასკვნა და სხვა ვარაუდის საფუძველი ჩვენ არ გვეძლევა“, - აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები აცხადებენ რომ „კრედიტ სუისი“ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრზე პოლიტიკურ შანტაჟს განაგრძობს.