ვერაზე ერთ-ერთ მასაჟის სალონში ახალგაზრდა ქალი მოკლეს, ერთი ქალი კი დაჭრეს

1635766538
ცოტა ხნის წინ ვერაზე, ახვლედიანის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. მასაჟის ცენტრში ახალგაზრდა ქალი მოკლეს, კიდევ ერთი ქალი კი მსუბუქად არის დაჭრილი.
ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
როგორც "აიპრესს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყებაში დამატებით დეტალებზე ამ ეტაპზე არ საუბრობენ.