საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, „თბილისი არენაზე“ საქართველოსა და საბერძნეთის ხელბურთელთა ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო.

მატჩის შემდეგ ირაკლი კობახიძე საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრების წევრებს და მწვრთნელს შეხვდა, გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

მატჩს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები დაესწრნენ. ქართველი ხელბურთელები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ იასპარეზებენ. მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ფულადი ჯილდო მილიონი ლარი გადაეცემა.