შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე დაკავებულია  4 პირი.

მისი თქმით, აქციის წევრები არ დაემორჩილნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, პროტესტი გამოეხატათ  მშვიდ ვითარებაში. 


„ამ ეტაპისთვის დაკავებულია 4 პიროვნება, წვრილმანი ხულიგნობისა და  პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე. როგორც ხედავთ, ადგილზე მიმდინარეობდა აქცია, რომელიც გადაიზარდა პარლამენტის უკანა შესასვლელის ბლოკირებაში. 
არაერთხელ მოუწოდა პოლიციამ  აქციის წევრებს გზის გახსნისკენ, წესრიგისკენ, თუმცა არ დაემორჩილნენ და პოლიციელებმა შესაბამისად იმოქმედეს. მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, თავიანთი პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.