"ეკატერინე მესხიძეს დაევალა 5 ტელეკომპანიაში საჯაროდ უარყოს ერთი წლის წინ გაჟღერებული ცრუ, უსაფუძვლო და გამოგონილი ბრალდები, ვითომდა სექსუალური შევიწროების შესახებ",-ამის შესახებ "აიპრესს" საჯარო რეესტრის ყოფილმა უფროსმა პაპუნა უგრეხელიძემ განუცხადა.
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე ძალადობასა და სექსუალურ შევიწროვებაში უდანაშაულოდ სცნო. "დღე, სასამართლომ 6 სასარჩელო მოთხოვნიდან 5 სრულად დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ საჯარო რეესტრის თავმჯდომარეობის პერიოდში არანაირ ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებას ადგილი არ ჰქონია. ეკატერინე მესხიძეს დაევალა 5 ტელეკომპანიაში საჯაროდ უარყოს ერთი წლის წინ გაჟღერებული ცრუ, უსაფუძვლო და გამოგონილი ბრალდები, ვითომდა სექსუალური შევიწროების შესახებ, რომელმაც შელახა ჩემი საქმიანი რეპუტაცია და რაც მთავარია, ჩრდილი მიაყენა მისივე ყოფილ კოლეგებს - საჯარო რეესტრის თანამშრომლებს. ვფიქრობ, ამ ტიპის შანტაჟი, ცრუ, გამოგონილი ბრალდებები, ყოველთვის საჭიროებს სათანდო რეაგირებას, ვინაიდან ქალთა უფლებების დაცვას ამოფარებული ჯგუფები, ხშირად საშიშ ტენდენციას უყრიან საფუძველს, ყველა ქალისა და კაცის წინააღმდეგ. მათ არანაირი საერთო არ აქვთ უფლებების დაცვასთან და სულ სხვა მერაკანრელური მიზნები ამოძრავებთ, მათ შორის პოლიტიკური აქცენტებით!"-განაცხადა პაპუნა უგრეხელიძემ. "აიპრესთან". შეგახსენებთ, 2018 წელს უგრხელიძე მისმა ყოფილმა თანამშრომელმა ეკა მესხიძემ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. რის შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მაშინდელმა ხელმძრვანელმა იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა.