თბილისის ძველ უბანში, გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე  აფთიაქის წინ "საქართველოს ბანკის" სწრაფი გადახდის აპარატი გაიტაცეს.

გამტაცებლებმა სწრაფი გახადის აპარატი,  აფთიაქიდან რამდენი მეტრის მოშორებით, იქვე მდებარე კორპუსის სადარბაზოში დატოვეს.

ამ წუთებში გრიბოედოვის ქუჩაზე შსს-ს საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.  

"აიპრესი" მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ს პრესსამსაუხრს დაუკავშირდა.

"ფაქტზე აღძრულია საქმე, გამოძიება  177-ე მუხლით, ქურდობის ბრალდებით არის დაწყებული. ამ წუთებში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშობენ", - განაცხადეს შსს-ში.