ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

2024 წლის თებერვლის თვეში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2102 პირის მიმართ.

დევნის დაწყების მაჩვენებელი სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლების მიხედვით ასეთია:

1. დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ - 31
მათ შორის:
ა) განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში - 13
ბ) განზრახ მკვლელობა - 3
გ) თვითმკვლელობამდე მიყვანა - 3
დ) სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით - 2
ე) მკვლელობის მცდელობა - 8
ვ) დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ
მკვლელობის მცდელობა - 2

2. დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ - 393
მათ შორის:
ა) ოჯახური ძალადობა - 181
ბ) ძალადობა - 155
გ) ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება - 56
დ) ჯანმრთელობის დაზიანება გაუფრთხილებლობით - 1

3. დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ - 40
მათ შორის:
ა) გაუპატიურება - 15
ბ) გარყვნილი ქმედება - 9
გ) სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან - 9
დ) სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება - 5
ე) სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების იძულება - 2

4. დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ - 324
მათ შორის:
ა) მუქარა - 254
ბ) იძულება - 30
გ) ადევნება - 16
დ) პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა - 9
ე) სხვა - 15

5. დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ - 593
მათ შორის:
ა) ყაჩაღობა - 13
ბ) ძარცვა - 27
გ) გამოძალვა - 11
გ) ქურდობა - 351
დ) თაღლითობა - 112
ე) სხვა - 79

6. ნარკოტიკული დანაშაული - 527
მათ შორის:
ა) ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაგზავნა ან გასაღება - 391
ბ) მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება - 96
გ) სხვა - 40

სულ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი 2558-ს შეადგენს (მეტია, ვიდრე იმ პირთა რაოდენობა, რომელთა მიმართაც დევნაა დაწყებული და ეს განპირობებულია ერთი და იგივე პირის მიმართ დევნის რამდენიმე მუხლით დაწყებით). სისხლისსამართლებრივი დევნის 23,2% მოდის დანაშაულზე საკუთრების წინააღმდეგ, 20.6% კი ნარკოტიკულ დანაშაულებზე.