საქართველოს კულტურის სამინისტრომ ლიტერატურული პრემია „ანას“ მოსაპოვებლად 2026 წლის კონკურსი გამოაცხადა.
ლიტერატურული პრემია 2022 წელს დაარსდა და კონკურსი ყოველწლიურად იმართება.
კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში:
● „ქალი პროზაიკოსი“ - საუკეთესო პროზაული კრებულისთვის;
● „ქალი პოეტი“ - საუკეთესო პოეტური კრებულისთვის;
● „ქალი მთარგმნელი“ - საუკეთესო თარგმანისთვის;
● „ქალის თემაზე შექმნილი საუკეთესო ნაწარმოების ავტორი“.
კონკურსში მონაწილეობის მსურველი შესაძლოა იყოს საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული (გამომცემლები/საგამომცემლო სახლები) და საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირები. საკონკურსოდ განიხილება პრემიის გამოცხადების
წინა წელს წიგნად გამოცემული თანამედროვე ქალი ავტორის/ების ქართულენოვანი ან/და ქართულ ენაზე თარგმნილი უცხო ენაზე შექმნილი ლიტერატურული ნაწარმოებები, ასევე, გასულ წელს გამოსაცემად მომზადებული და ჯერ კიდევ წიგნად გამოუცემელი ქართულენოვანი ან/და ქართულ ენაზე თარგმნილი
უცხო ენაზე შექმნილი ლიტერატურული ნაწარმოებები.
თითოეულ ნომინაციაში პრემია 5 000 ლარია (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით).
კონკურსის პირობების თანახმად, კონკურსანტი უფლებამოსილია საკონკურსო განაცხადი წარმოადგინოს სხვადასხვა ნომინაციაში, თუმცა, ერთ ნომინაციაში შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთი ნაწარმოების/კრებულის წარდგენა. ერთი და იმავე
პირის მიერ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვების შემთხვევაში, პრემია გაიცემა თითოეული ნომინაციისთვის.
კონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენს საკონკურსო კომისია ხუთი წევრის შემადგენლობით.
საკონკურსო განცხადებები მიიღება 2026 წლის 31 ივლისიდან 31 აგვისტოს 12:00 საათამდე, კულტურის სამინისტროში (მისამართი: თბილისი, სანაპიროს ქ. N4) ნაბეჭდი სახით, ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - info@culture.gov.ge.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ კულტურის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 032 2 022229, 599 877 816.
კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება მიმდინარე წლის დეკემბერში.
საკონკურსო პირობები და დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:








