რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ბექა ყორშია სასამართლომ 2 200 ლარით დააჯარიმა.
ყორშიას განცხადებით, მას სამართლიანი სასამართლოს იმედი არ ჰქონია. ყორშია აცხადებს, რომ მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ ჩაუდენია.
მისი თქმით, სამართალდამცველებმა დაკავებისთანავე იცოდნენ მისი ვინაობა. მისი განმარტებით, მასზე სამართალდამცველებმა ფიზიკურად იძალადეს.
ბრალდების მხარე „მთავარი არხის“ ჟურნალისტს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებოდა.