ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი" ავრცელებს.
შეერთებულმა შტატებმა ხუთშაბათს გამოაცხადა, რომ დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისთვის გამოყოფს პირველად 85-მილიონიან სასწრაფო დახმარების პაკეტს.
განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს უპირველესი საჭიროებების დასაზუსტებლად.
„ჩვენ ვამაყობთ, რომ ვუერთდებით გლობალურ დახმარებას თურქეთისთვის", - განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა და აღნიშნა, რომ თურქეთი წარსულში ხშირად უგზავნიდა ჰუმანიტარულ დახმარებებს საჭიროების მქონე ქვეყნებს.
შეერთებული შტატები უარს ამბობს ბაშარ ალ-ასადთან ურთიერთობაზე, რადგან სასტიკ სამოქალაქო ომში მის პასუხისმგებლობას ითხოვს და ამის გამო, როგორც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს აცხადებს, დაფინანსებას ადგილზე მიიღებენ პარტნიორები, რათა „გაუწიონ სასწრაფო დახმარება მილიონობით ადამიანს", მათ შორის საკვების, თავშესაფრისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სახით.
დაფინანსება ასევე ხელს შეუწყობს უსაფრთხო სასმელი წყლით უზრუნველყოფას დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად საჭირო სანიტარიულ პირობების შექმნას, - ნათქვამია USAID-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.