პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, ვიდეო და ფოტო მასალა, რომ პარტიის სათავო ოფისს, რომელიც მდებარეობს კახეთის გზატკეცილზე, თავს დაესხა რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, რომლებმაც დააზიანეს შენობა, ჩაამტვრიეს შუშები.
როგორც "აიპრესს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, 100-მდე შეიარაღებულმა "ტიტუშკამ" დალეწა "ნაციონალური მოძრაობის"ცენტრალური ოფისი - ხის შუბებით დალეწეს ყველაფერი