პოლიციამ, სავარაუდოდ, ქალზე ძალადობის ფაქტზე რეპერი კახა აბუაშვილი (კაბუ) დააკავა. 

გავრცელებული ინფორმაციით, მომღერალი ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

შსს-ს ინფორმაციით, კახა აბუაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 151-ე მუხლის დარღვევის გამო დააკავეს, რაც ძალადობას და მუქარას გულისხმობს.