სასამართლომ ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთი ღონისძიების სახედ 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა

1541492396
ამის შესახებ ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა "კურიერთან" განაცხადა.
"საგამოძიებო ორგანოს ბრალის წარდგენის საფუძველი არ ჰქონდა, ფაქტია გიდასტურებთ რომ თავს არ გრძნობს დამნაშავედ.
ჩვენ მზად ვართ სამართლიან სასამართლოში დავამტკიცოთ ბატონი ოთარის უდანაშაულობა. თქვენ იცით რომ ჩვენ დილის საათებში დაკითხვაზე ვიყავით, დამატებითი დაკითხვა მოხდა, შემდგომ უკვე დღის მეორე ნახევარში მოხდა დაუსაბუთებელი ბრალის წარდგენა. გუშინ საღამოს გაიმართა საჯარო სხდომა სასამართლოში, აღკვეთის ღონისძიების სახეზე იმსჯელა სასამართლომ და ოთარ ფარცხლაძეს გირაო შეეფარდა . დაკავებული არ ყოფილა, სამართლებრივი საფუძველი დაკავების არ ჰქონდათ", - განაცხადა ფრაცხალაძის ადვოკატმა.
ცნობისთვის, ოთარ ფარცხალაძე რა საქმეზეა ბრალდებული და კონკრეტულად რა მუხლით, ამასთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში განმარტებას მოგვიანებით გააკეთებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მას ბრალი ყოფილი გენერალური აუდიტის ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე წარედგინა.