თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 პატიმრის გაქცევის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულს, რომელიც ერთ-ერთი გაქცეული არასრულწლოვანის ძმაა, აღკვეთის ღონისძიების სახედ 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

პროკურატურა დაკავებული ავთანდილ თათარაშვილისთვის, პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. თუმცა სასამართლომ სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.  თანხის გადახდის შემდეგ კი დაკავებული პირი გათავისუფლდება. 

პირი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე დანაშაული გულისხმობს და  თავისუფლების აღკვეთას 2-დან ექვს წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ცნობისთვის, პატიმრების გაქცევის საქმეზე დაკავებულ კიდე ერთ პირს, ბადრაგის ჯგუფის უფროსს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეეფარდა. 

შეგახსენებთ, 1 ნოემბერს  "ავერსისი" კლინიკაში სამედიცინო გამოკვლევაზე გადაყვანილი სამი არასრულწლოვანი პატიმარი გაიქცა.

2 ნოემბერს იუსტიციი მინისტრმა განაცხადა, რომ  სამივე გაქცეული პატიმარი ციხეშია - სისტემამ აჩვენა კრიზისული სიტუაციის მართვის ბრწყინვალე უნარი კოლეგა უწყებასთან ერთად