სასამართლომ ოთარ ფარცხალაძე ლაშა თორდიას ცემის საქმეში გაამართლა

1612265949
თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს ყოფილი მთავარ პროკუროი ოთარ ფარაცხალაძე, საქართველოს აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელია, ლაშა თორდიას ცემის საქმეში გაამართლა. ხოლო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, მიხეილ ჩოხელი დამნაშავედ ცნო და 5000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
2 წლის წინ, 2018 წელის 5 ნოემბერს, ოთარ ფარცხალაძეს ბრალდება წარედგინა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიენის სახედ 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
2017 წლის 13 მაისს ლაშა თორდიამ განაცხადა, რომ მას ფიზიკურად ოთარ ფარცხალაძე გაუსწორდა
როგორც "აიპრესს" საქართველოს მთავრ პროკურატურაში განუცხადეს, სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.