ქვემო ქართლის საოლქო პროკურორის, ხატია გოგრიჭიანის განცხადებით, საგარეჯოში მოკლული, 14 წლის გოგონას, აითაჯ შახმაროვას იძულებით ქორწინების ორგანიზატორი დედა იყო, რადგან სწორედ დედის გეგმის საფუძველზე მოხდა გოგონას თანაცხოვრება მამაკაცთან, რომელთანაც მას თანაცხოვრების სურვილი არ ჰქონია.

„რადგან ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებ არასრულწლოვანს შეეხება მოცემული სისხლის სამართლის საქმე, დედა იყო პირი, რომელსაც მოეწონა ასაკით უფროსი მამაკაცი, შესაბამისად შეძლებული, დედა იყო ორგანიზატორი, რომ მომხდარიყო ამ უფროსი ადამიანისგან მისი შვილის ნიშნობა და შემდეგ როცა უკვე მოტაცებულმა გოგომ მას დაურეკა საშველად და სთხოვა უკან დაებრუნებინა, სწორედ, დედა იყო პირი, ვინც იმ გამტაცებელ ადამიანთან ეს ბავშვი დააბრუნა“, - განაცხადა ხატია გოგრიჭიანმა.