ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალისა და აფენის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

პროკურორებმა შეხვედრის მონაწილეებს ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების და არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნაადრევი ქორწინების, ქორწინების იძულებისა და ფემიციდის საკითხებს. ასევე, ხაზი გაესვა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების სამსახურის მნიშვნელობას.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე შეკითხვები დაესვათ.

გლობალური საინფორმაციო კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა.  ამ მიზნით, მოსახელობასთან სპეციალიზებული პროკურორების შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.