საქართველოს პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია გამოძიება დაიწყო.
3 იანვარს ზუგდიდში ,,მაზდა"-ს მარკის ავტომობილი, რომელსაც მართავდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უმცროსი ინსპექტორი, ქვეითად მოძრავ 2 მოქალაქეს შეეჯახა.საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებებით, ერთი დაზარალებული შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაზარალებული და ავტომობილის მძღოლი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები,დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.