პარტია „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა  ნიკა მელია აცხადებს, რომ  ის 29 მაისს თბილისის  საქალაქო სასამართლოშია დაბარებული. თუმცა, მისვლას არ აპირებს. 

„მივიღე გადაწყვეტილება, არ მივიღო მონაწილეობა და არ მივიდე 29 მაისს სასამართლოში. ამას ხალხის პატივისცემის გამო გავაკეთებ, რადგან მე დღეს რასაც ვუყურებდი, როგორ ექცეოდნენ იქ ქალებს, უფროსებს, უმცროსებს, ბავშვებს, არ მინდა, რომ ეს განმეორდეს. 

დარწმუნებული ვარ, ზურა ჯაფარიძეს ეს რომ სცოდნოდა, ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებდა. იქნება წარმომადგენელი, ადვოკატი, მე პატიმრობისთვის არ ვაპირებ მომზადებას, ვაპირებ ცხოვრების მაღალი ტემპით გაგრძელებას, შეხვედრებს და ვნახოთ. სად ვიქნები, არ ვიცი“, – განაცხადა ნიკა მელიამ „ტვ პირველის" გადაცემაში "რეაქცია" .

ცნობისთვის, 2025 წლის 29 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო პროკურატურამ 2025 წლის 28 აპრილს ბრალი წარუდგინა.

შეგახსენებთ, 2025 წლის 17 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ "ახალი"-ს ლიდერს ნიკა გვარამიას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე  აღკვეთის ღონისძიების სახედ 30 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.