„არავითარი დაძაბული სატელეფონო ურთიერთობა გია უდესიანს ბესო ხარძიანთან არ ჰქონია. გია უდესიანი ბესო ხარძიანს მტრად არ აღიქვამდა“. - ამის შესახებ გია უდესიანი დამ, ნატო უდესიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „იმედის კვირაში“ განაცხადა.
როგორც გადაცემაში ნატო უდესიანმა თქვა, ეს არის უდესიანების ოჯახის ბოლო კომენტარი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, თუ მისი ძმის მიმართ სამართალდამცებს კითხები გაუჩნდებათ, იგი მზად არის პასუხი გასცეს. „გია უდესიანი ხელს არ შეუშლის გამოძიებას. თუკი მის მიმართ გაჩნდება კითხვები. მიმდინარეობს გამოძიება და ჩვენ ვალდებულები ვართ, მშვიდ გარემოში ჩატარდეს.
უდესიანების ოჯახი უსამძიმრებს მოკლული ბიზნესმენის ოჯახს, თუმცა თვლიან რომ მათ ოჯახს არანაკლები მორალური ზიანი მიადგა, რის გამოც სარჩელს ამზადებენ.
„ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს მომხდარის გამო, ძალიან ვწუხვართ მთელი ოჯახი. მაგრამ, არანაკლები მორალური ზიანი მიადგა ჩვენს ოჯახს იმ უაპელაციო განცხადებების გამო, რაც ამ დღეებში გუშინ და დღეს ზოგიერთი ადამიანის მხრიან გაკეთდა. იურისტები მუშაობენ, მიმდინარეობს იმ განცხადებების შესწავლა, რაც უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევის კუთხით გაკეთდა“.
გიორგი უდესიანის და სამართალდამცავებს მიმართავს და კითხულობს, „ჩვენი ოჯახის უსაფრთხოება არის დაცული?“