შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქმენეთის, პაკისტანის, თურქეთის, კუბის, რუსეთის, აზერბაიჯანის, ინდოეთის, ლიბანის, იორდანიის, ნიგერიის, ტაილანდის, ფილიპინების, ბანგლადეშის, ეთიოპიის, ერაყის, ჩინეთის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 98 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

მიმდინარე წელს, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქვეყნიდან გაძევებულია 3500-ზე მეტი პირი. - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.