ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი (ესკო) 2026 წლის ოქტომბრის თვის ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

ესკოს მონაცემებით, 2026 წლის ოქტომბერში საქართველოში წარმოებული იყო 1, 109139 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია, რაც 4%-ით ნაკლებია წინა წლის ოქტემბერში წარმოებულთან (1,154948 მლრდ კვტსთ) შედარებით.

2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში წარმოებული იყო 11,417521 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია, რაც 1%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდში წარმოებულთან (11,537597 მლრდ კვტსთ) შედარებით.

საქართველოს მიერ ოქტომბერში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობამ შეადგინა 1, 155143 მლრდ კვტსთ, რაც წინა წლის ოქტომბერში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობაზე (1,171217 მლრდ კვტსთ) 1,4%-ით ნაკლებია.

საქართველოს მიერ იანვარ-ოქტემბერში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობამ შეადგინა 12,400024 მლრდ კვტსთ, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობას (12, 175768 მლრდ კვტსთ) 1,8%-ით აღემატება.

ესკოს ვებგვერდზე არსებული მონაცემების თანახმად, წელს, იანვარ-ოქტემბერში:

თბოსადგურებმა 1,919099 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (1,870146) 48,953 მლნ კვტსთ-ით ანუ 2,6%-ით მეტია;

ქარის სადგურებმა 132,049 მლნ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, მზის სადგურებმა კი 15,353 მლნ კვტსთ;

ყველა ტიპი ჰიდროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობამ 9,351019 მლრდ კვტსთ შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის (9,594224 მლრდ კვტსთ) გამომუშავების 97,5%-ია;

მარეგულირებელმა ჰიდროსადგურებმა 4,133264 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (4,412912 მლრდ კვტსთ) 279,648 მლნ კვტსთ-ით ანუ 6,3%-ით ნაკლებია;

სეზონურმა ჰიდროსადგურებმა 4,194780 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც 36,189 მლნ კვტსთ-იანი ანუ 0,9 -იანი კლებაა

მცირე სიმძლავრის სადგურებმა 1,022973 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც 72,63 მლნ კვტსთ-იანი ანუ 7,6%-იანი მატებაა

იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობამ 1,240035 მლრდ კვტსთ შეადგინა, რაც 90,859 მილიონ კვტსთ-იანი ანუ 7,9%-იანი მატებაა.

ექსპორტზე გატანილი ელექტროენერგიის მოცულობამ შეადგინა 257,531 მლნ კვტსთ, რაც შარშანდელთან შედარებით 49,6%-იანი კლება და 2006 წლის შემდგომი პერიოდის ყველაზე მცირე მოცულობაა. 

მოამზადა რაულ კაპანაძემ