პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი №51 სკოლის მოსწავლეების ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე მუშაობა განაახლა.  დღეს ხორავას ქუჩაზე შემთხვევის ადგილზე მდგომი ავტომანქანის მძღოლის ნიკოლოზ იორდანიშვილის ახსნა-განმარტებების მოსმენა მიმდინარეობს.

38 წლის მძოლის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტის ადგილზე იმყოფებოდა, მას არაფერი დაუნახავს, რადგან მხედველობის პრობლემაც აქვს. 

თუმცა მძღოლი ამბობს, რომ  ნახა როგორ კამათობდა რამდენიმე ადამიანი.

„ნამდვილად არ დამინახავს დანა და დაჭრა. რაზეც გინდათ იმაზე დავიფიცებ. ეს რატომ უნდა დავმალო?
შეშინებით არ შემშინებია. მე, იქ უბრალოდ ვერაფერს გავხდებოდი, იქ იმდენი ბავშვი იყო, რომ დაიწყეს ვიფიქრე, მანქანას გავიყვან, მანქანის გარიდება მინდოდა, იმიტომ რომ ჩემს პასუხიმგებლობაშია მანქანა...

მოვერიდე ჩხუბს... უბრალოდ ადამიანი ხარ, შეიძლება გადახვიდე, მაგრამ არავინ მიცნობდა, არცერთი მხარე და არც მეორე... ვიფიქრე, ბავშვები ბიჭები არიან, გაშველდებიან, როგორც სკოლაში ხდება ხოლმე... გვიჩხუბია ყველას...

არაფერი დამინახავს რა ხდებოდა, ბევრნი იყვნენ და ვცდილობდი გზა გამეხსნა და მანქანა გამომეყვანა...

ჩემს თვალწინ არავინ მომკვდარა... ლევან დადუნაშვილი რომ მოკვდა დაკითხვაზე გავიგე...“- განაცხადა გამოკითხვაზე იორდანიშილმა.