„ლელო- ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

საქართველოს პრეზიდენტმა პარტია „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების შესახებ განცხადება დღეს გაავრცელა. სადაც ნათქვამია: "მიუხედავად სხვადასხვა გარემოებებისა, პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება“.

ცნობისთვის, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 23 ივნისს პარტიის ოფისში დააკავეს. მათი დაკავება მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით მოხდა, რომელმაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ორივე ლიდერი დამნაშავედ ცნო და რვა თვით თავოსუფლების აღკვეთა მიუსაჯა.