ამ წუთებში თბილისის პროკურატურაში ცენტ-პოინტის დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი მივიდა. 

როგორც "აიპრესს " მაია რჩეულიშვილმა განუცხადა, მისთვის არ არის ცნობილი ,რისთვის დაიბარა პროკურატურამ.

მისი თქმით, მხოლოდ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ შეუძლია კომენტარი გააკეთოს, რას ედავება მას პროკურატურა. ასევე მისივე განცხადებით, გუკა რჩეულიშვილი მხოლოდ რამდენიმე თვე იყო ცენრ-პოინტში მოვალეობის შემსრულებელი. თუმცა ზუსტად არ ახსოვს რომელ წლებზეა საუბარი. 

"გუკა სულ რამდენიმე თვე იყო მოვალეობის შემსრულებელი და ის ადამაიანები რომლებიც პროკურატურასთან დგანან და აპროტესტებენ, ესენი ჩემი მოვალეები არიან, რადგან მათ ბოლომდე არ აქვთ თანხა გადახდილი",-განაცხადა მაია რჩეულიშვილმა. 

ცნობისათვის, ცენტრ-პოინტის ორი თანამშრომელი სალომე ჩარკვიანი და ირაკლი მინდელი გუშინ დააკავეს. პროკურატურაში დღეს დაბარებული იყო გუკა რჩეულიშვილი, თუმცა ის არ გამოცხადდა.