ყოფილი პოლიციელი ლაშა ცანავა თბილისის პროკურატურაში დაკითხეს.
მისი დაკითხვა გუშინ, გადაცემა "რეაქციაში" გაჟღერებული ბრალდების გამო მოხდა, როდესაც ჟურნალისტმა ირაკლი კორძაიამ პირდაპირ ეთერში წარადგინა ფოტომასალა, სადაც ასახული იყო ლაშა ცანავას მიერ ერთ-ერთი აქტივისტის ცემა.
გადაცემაში ფოტომასალაზე ასახული დაზარალებული გიორგი ჩითარიშვილიც იმყოფებოდა და პროკურატურისგან ლაშა ცანავას პასუხისგებაში მიცემას ითხოვდა.
"ვუპასუხე დასმულ კითხვებს, თუ სად ვიმყოფებოდი 2009 წლის 15 ივნისს, ვუპასუხე, რომ ვასრულებდი სამსახურებრივ მოვალეობას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა, რომელიც ქართული ოცნებისგან მოდის",-განაცხადა დაკითხვის შემდეგ ცანავამ.
ცნობისთვის, "ნაცმოძრაობის" აქტივისტებთან დებატებისას ჟურნალისტმა ირაკლი კორძაიამ განაცხადა, რომ ის მზად იყო პირდაპირ ეთერში წარედგინა ფოტომასალა, სადაც ნაჩვენები იქნებოდა დებატებში მონაწილე, ლაშა ცანავას, რომელიც სამგორის გამგეობის თანამშრომელი (რომელმაც რამდენიმე ხნის წინ გაავრცელა აუდიოჩანაწერი საკრებულოს წევრზე ია მაკასარაშვილზე და მისი პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობდა) როგორ ცემდა 19 წლის ახალგაზრდას. კორძაია ლაშა ცანავას: ახლა მოიტანენ ფოტომტკიცებულებას, როგორ ცემდით ახალგაზრდას