თბილისის საქალაქო სასამართლომ კეკელიძის N1-ში, გამოსახლების დროს დაკავებულ აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, 3000-3000 ლარიანი გირაოთი შეეცვალათ და დარბაზიდან გაათავისუფლეს.
სახელმწიფო ბრალდება პატიმრობის 5 000 ლარიანი გირაოთი შეცვლას ითხოვდა.
ცნობისთვის, საქალაქო სასამართლომ კეკელეძის ქუჩაზე მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლების დროს შეკრებილ მოქალაქეებს, აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას, რომლებიც აღსრულების ბიუროს მიერ ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებდნენ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა 2023 წლის 25 იანვარს შეუფარდა.
სააპელაციო სასამართლომ კი 2 თებერვალს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
ორივე დაკავებულს გამოძიება ედავება, აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის მიზანმიმართულად დაზიანებას. რაზედაც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია 2 პირი