კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში ნათესავ ქალზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 30 წლამდე კაცი დააკავეს.
გამოძიების მტკიცებით, შემთხვევა 2023 წლის ოქტომბერში მოხდა, თუმცა ქალის ახლობლებმა პოლიციას არ მიმართეს და
მამაკაცის დასჯა თავად გადაწყვიტეს.
მათ სავარაუდო მოძალადეს ქალის ტანსაცმლის ჩაცმა, შემდეგ ქუჩაში გავლა აიძულეს, ვიდეო გადაუღეს და გაავრცელეს.
ვიდეო კადრების გავრცელების შემდეგ, სამართალდამცავებმა გამოძიება დაიწყეს, მამაკაცს საქმეში დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს და დამცირების, პატივისა და ღირსების შელახვის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს.
მოგვიანებით, ქალზე განხორციელებული ძალადობის შესახებ, სამართალდამცავებს ქალის ადვოკატმაც მიმართა, რასაც მამაკაცის დაკავება მოჰყვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19_137 მუხლით მიმდინარეობს.