საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე გოგა მემანიშვილმა აქციის მონაწილეებს, რომლებიც მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან, მოუწოდა, ტროტუარზე იმოძრაონ და ერთ სამოძრაო ზოლზე გადაადგილდნენ.
„ამ ეტაპზე, შეგვიძლია, დავუტოვოთ ერთი სამოძრაო ზოლი და შეუძლიათ, ტროტუარზეც იმოძრაონ. შევხედავთ, შემდეგ მივიღებთ დანარჩენ ზომებს“, – განაცხადა გოგა მემანიშვილმა.
თბილისში აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ამ წუთებში სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და კოსტავას ქუჩიდან რუსთაველისკენ მსვლელობას მართავენ.




