თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გიორგანაშვილს (ბახალას) აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 20 000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა.
იგი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ გიორგი გიორგანაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 260- ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" პუნქტით მიმდინარეობდა, რაც ნარკოტიკული ნივთიერების განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა-შენახვას გულისხმობს.




