თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნანა შამათავა სუსის მიერ დაკავებულ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეს განიხილავს. ამ დროისთვის გიორგი ბაჩიაშვილს ახალი ბრალი არ აქვს წარდგენილი.
"აბსოლუტურად უდანაშაულოდ ვთვლი თავს ყველა სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობს.
დღეს დამტკიცდა ის რომ საქართველოში მე ვარ... მინდა ვთქვა რომ არ ვარ დამნაშავე არცერთ საქმეში რომელიც ჩემს წინააღმდეგ არის დაწყებული.
დღეს მე ვარ ივანიშვილის პირადი პარადი პატიმარი, მინდა ახალი საერთაშორისო დანაშაულის შესახებ შეგატყობინოთ, რომელიც ივანიშვილს დაკვეთით მოხდა.
შაბათს, 24 მაისს მე გამიტაცეს საზღვარგარეთიდან, თვალები ამიხვიეს, 2 დღე თვალახვეული მატარეს, ადვოკატის, პროკურორის და მოსამართლის, ოჯახის შეტყობინების გარეშე. შემდეგ, მოტაცებული ჩამტენეს "აირზენას" თვითმფრინავში, ყველა კანონდარღვევით ჩამომიყვანეს საქართველოში.
მე წარმოდგენა არ მაქვს რა ინფორმაცია მისცეს და გააცნეს სხვა სახელმწიფოს, რასაც მოჰყვა ასეთი ქმედება. ჩემს წინააღმდეგ. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ დიდ შეცდომაში შეიყვანეს. ჩემს წინააღმდეგ ოპერაციამ შეიძინა საერთაშორისო მასშტაბები.
საქართველოს ხელისუფლებას არ ჰონდა კანონიერი გზა, ჩემი ექსტრადირებისთვის. იმიტომ რომ ინტერპოლის ძებნა იყო შეჩერებული. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა ბიძინა ივანიშვილსი დავალებით მიმართეს ბანდიტურ გზას და მიტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში.
მინდა გთხოვოთ, ეს ჩემი განცხადება მიიღოთ ახალი გამოძიების დასაწყებად. ყველა დეტალს შევატყობინებ გამოძიებას. " - ასე მომართა მოსამართლეს გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესზე.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი.
გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით პატიმრობა შეეფარდა - სახელმწიფო ბრალდების ინფორმაციით, მოახდინა მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კრიპტოვალუტის, 8 986.86 ოდენობის ბიტკოინისა და მისი განკარგვის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაცია