ამ წუთებში, ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გია უდესიანმა, რომლის სახელსაც დღეს მოკლული ბიზნესმენის ახლობლები მკვლელობის საქმეს სუკავშირებდნენ. გია უდესიანი საქართველოში არ იმყოფება.
"ოჯახის წევრების კომენტარებზე კომენტარს არ გავაკეთებ, ისინი გამწარებული ადამიანები არიან, მაგრამ მინდა იმათზე გავაკეთო კომენტარი, რომლებიც დღეს ჩემს წინააღმდეგ ასეთ შავ პიარს აგორებდნენ. წლების განმავლობაში აგორებდნენ შავ პიარს, ასეთ სიბინძურეს რომ ადამიანს დააბრალებ, ამაზე დიდი სიბინძურე არ არსებობს. მე იმედი მაქვს, რომ სამართალდამცავი ორგანოები, ძალოვანი უწყებები, ძალიან სწრაფად გამოიძიებენ ამ ყველაფერს" - განაცხადა გია უდესიანმა "რუსთავი 2" -ის ეთერით.
„ჩვენ ახლა ველოდებით სახელმწიფოს რეაგირებას და თუ მათ არაფერი გააკეთეს, ჩვენ ამას არავის ვაპატიებთ. შურს ვიძიებთ“- აცხადებს მოკლული ბიზნესმენის ნათესავი.
შეგახსენებთ, ბესო ხარძიანი დღეს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან მოკლეს. თვითმხილველების ცნობით, ბოროტმოქმედმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 4 გასროლა მოტოციკლიდან განახორციელა და ადგილიდან მიიმალა. საქმეს პროკურატურა იძიებს.