ონისე ოქრიაშვილის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხის წინ გამოცხადდა.
ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
ონისე ოქრიაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უზრუნველყოფით, 5 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდება პროკურატურამ მოითხოვა.
საქართველოს პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 22 ივლისს, ღამის საათებში თბილისში, ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის გამო, ბრალდებული ფიზიკურად გაუსწორდა ონისე ოქრიაშვილს, რომელსაც რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში, რის გამოც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა.




