დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნული ცხრა მოსამართლე უვადოდ დანიშნა. მათ შორისაა პარლამენტარ დავით მათიკაშვილის მეუღლე, ნინო მამულაშვილი.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ღია კენჭისყრის შედეგები ასეთია: 1. ლევან გელოვანი - 12 ხმით 2. დიანა გოგატიშვილი - 13 ხმით 3. ლეილა გოგიშვილი - 13 ხმით 4. ვერა დობორჯგინიძე - 13 ხმით 5. თამარ კაპანაძე - 13 ხმით 6. ნინო მამულაშვილი - 12 ხმით 7. ლევან ნუცუბიძე - 13 ხმით 8. ციცინო როხვაძე - 13 ხმით 9. მამუკა წიკლაური - 13 ხმით აღნიშნული მოსამართლეები თანამდებობაზე სამწლიანი ვადით 2017 წლის 25 მაისიდან განწესდნენ.