"აღარც ის აღარ არის საინტერესო ვის რამდენი წელი მიესაჯა, მთავარი ის არის, რომ ერთმა ბესო ხარძიანმა ცოცხალმაც და თავში ტყვიებ მორტყმულმაც 100-0 მოგიგოთ!" - ამის შესახებ 2014 წელს მოკლული ბიზბესმენის, ბესიკ ხარძიანის შვილი ბესო ხარძიანი სოციალურ ქსელში წერს.

"თავის სიცოცხლეში იმდენი თქვა და ზოგადად ითქვა, შემდეგ უკვე ჩვენც იმდენი ვთქვით, რომ სათქმელიც აღარაფერი დარჩა და აღარც დასამტკიცებელი გვაქვს რამე... 

აღარც ის აღარ არის საინტერესო ვის რამდენი წელი მიესაჯა, მთავარი ის არის, რომ ერთმა ბესო ხარძიანმა ცოცხალმაც და თავში ტყვიებ მორტყმულმაც 100-0 მოგიგოთ! მოგიგოთ ცხოვრებაში, ყველაზე მთავარში - ღირსებაში, ამაზე დიდი სასჯელი თქვენთვის ვერ იქნება ვერაფერი!

სამართალი ურმით დადის თუ რითი, არც ამას აქვს დიდი მნიშვნელობა, მთავარია დადის. ყველას გისურვებთ სამართლიანობის განცდასა და ახდენას!

კიდევ ბევრჯერ მოგიწევთ ბესო ხარძიანის გამარჯვების მოსმენა!

სხვა დანარჩენი ციფრები და გადაწყვეტილებებია, ბოლო სიტყვა უფალს ეკუთვნის - დაველოდოთ მას"- წერს ბესო ხარძიანი.

ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე, გიორგი უდესიანს და ალექსანდრე მუხაძეს 10 -10 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ