საქართველოს იუსტიციის მინისტროში "აიპრესს" განუცხადეს, რომ თბილისში, "ავერსის" კლინიკიდან გაქცეული სამი მსჯავრდადებულიდან ერთ-ერთი დაკავებულია. ასევე დაკავებულია პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი - ბადრაგი.
სამი პატიმრის გაქცევასთან დაკავშირებით გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო.