თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.
"შინაგანი შიში მაინც მაწუხებს, რადგან მეშინია დამარცხების და არ მინდა, მომავალმა თაობებმა მარცხის გამო გაგვკიცხონ. მზად ვარ, მხნედ ვარ და არ მსიამოვნებს, რომ თქვენს თვალებზე ცრემლებს ვხედავ, გაიღიმეთ ჩემთან ერთად“, – განაცხადა საბა ჯიქიამ სხდომათა დარბაზში.
ცნობისთვის, 19 წლის სტუდენტი საბა ჯიქია პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს.
პროკურატურა მას 2024 წლის 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციელისთვის ფეხის ჩარტყმას ედავება.
ჯიქია წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.