თელავის რაიონულ სასამართლოში 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმის წინასასამართლო სხდომა  გაიმართა.

თელავის რაიონულ სასამართლოში 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმის წინასამართლო სხდომა  გაიმართა.
თუმცა საქმის მოცულობიდან გამომდინარე,სხდომა გადაიდო და 12 დეკემბერს ჩაინიშნა.

პროცესზე  დაცვის და ბრალდების მხარეებმა არსებითი განხილვის ტექნიკური საკითხები დააზუსტეს და საქმეში არსებული მტკიცებულებების  ნაწილის დასაშვებობაზე იმსჯელეს. ასევე გადაიხედა აღმკვეთი ღონისძიების გადაწყვეტილების შეცვლა და არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება,თუმცა ბრალდებული კაცი მოსამართლე თამარ კაპანაძემ პატიმრობაში დატოვა.

იმის გათვალისწინებით, რომ  საქმის ერთ-ერთი ეპიზოდი სქესობრივ დანაშაულს ეხება პროკურატურის შუამდგომლობით სხდომა დახურულია.

საქმე ეხება 14 წლის მოზარდს რომელიც სოფელ ლამბალოში 6 ოქტომბერს მოკლა კაცმა, რომელმაც  რამდენიმე თვით ადრე აითაჯ შახმაროვა იძულებითი ქორწინების მიზნით მოიტაცა. 
მოზარდის წინააღმდეგობის და სახლიდან რამდენჯერმე გაქცევის მცდელობის შემდეგ კი მოკლა და მიიმალა.
საქმის ფარგლებში ახლა სულ ხუთი პირია დაკავებული.