მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ სპეციალურად მოწყობილ სივრცეში საქართველოს სათავგადასავლო ტურისტულ მარშრუტებს,  რუკებს, ფოტოებსა  და აქტივობებს გასცნობოდნენ.

გამოფენილი იყო  ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია.


დამთვალიერებლებმა  სათავგადასავლო ტურიზმის შესახებ სახალისო კითხვარი შეავსეს მოეწყობილი იყო ფოტო ზონა. ზუგდიდის ბულვარში გაიმართა მეგრული „სთრიდ ფუდის“ ბაზარი, სადაც წარმოდგინეს  მეგრული მრავალფეროვანი ტრადიციული და გათანამედროვებული კერძები.  მოეწყო საბავშვო აქტივობები და გუნდური თამაშები. გამოფენილი იყო  თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება  და აღჭურვილობა. 
საღამოს 17:10 საათზე,  საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო საზეიმოდ აღინიშნა და  შესრულდა  საქართველოს ჰიმნი. 

ღონისძიებები კონცერტით დაიხურა რომელშიც მონაწილეობას ანი კეკუა, სოფო ბედია, თიკა მახალდიანი, ელენე ფოჩხუა, ჯგუფი „რეზო და ბავშვები“ იღებდნენ.

26 მაისის ღონისძიებები მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით  გაიმართა.

ზუგდიდის ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ჩართულობით ჩატარდა.