ზესტაფონში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამაკაცი მოკლეს. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ,,აიპრესს" განუცხადეს, დაკავებულია შუახნის მამაკაცი. გამოძიება სსსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.