ზესტაფონის მერია, თამარის ქუჩაზე სკვერის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. რეკრეაციული სივრცის მოსაწყობად, ტერიტორიაზე დაირგო მწვანე ნარგავები, კეთილმოეწყო ბორდიურები და დაიგო ფილები. დამონტაჟდა განათების სისტემა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სკვერში არსებულ "დიდების მემორიალის" მონუმენტს და მემორიალამდე მისასვლელ კიბეებს. სკვერში განთავსდება ურნები და მოსასვენებელი სკამები.
მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი, ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა, ვიცე მერთან, გიორგი ჯუღელთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, გიორგი კაკოიშვილთან ერთად განახორციელა.
"ჩვენს ქალაქს კიდევ ერთი რეკრეაციული ზონა შეემატება განახლებული ინფრასტრუქტურით. ჩვენ ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარეთ "დიდების მემორიალის" მონუმენტს, რითაც შევძლებთ სათანადო პატივი მივაგოთ გმირთა ხსოვნას" , - ვასილ გველესიანი.
ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. სატენდერო ვალდებულებით, სკვერის მოწყობის სამუშაოებს, შპს "ახალი ჭიათურა" ახორციელებს.