საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მუნიციპალიტეტში ოთხ საბავშვო ბაღს აშენებს.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები სოფელ ფუთში, ალავერდში, ცხენთაროსა და ძირულაში შენდება. ახალი საბავშვო ბაღის შენობები 50 ბავშვზეა გათვლილი. საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ბაღებში მოეწყობა სათამაშო და საძინებელი ოთახები, შიდა და გარე სივრცეები, ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის. სამშენებლო სამუშაოები სოფელ ფუთსა და ძირულაში მუნიციპალიტეტის მერმა, ვასილ გველესიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძესა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. მას შემდეგ რაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა დასრულდება, ბაღის აღსაზრდელები საკუთარ დასახლებებში, საცხოვრებელთან ახლოს მდებარე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ბაღებში ივლიან.