მეორე სვირში, ჯიკვათირის საუბნო გზის 3 კმ- იან მონაკვეთს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 981 988 ლარი დაიხარჯა. საგზაო ინფრასტრუქტუეული პროექტის მონიტორინგი ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა, ვიცემერთან გიორგი ჯუღელთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვახტანგ ღამბაშიძესთან, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად განახორციელა. რეაბილიტირებული გზით სარგებლობას 300 - ზე მეტი ოჯახი შეძლებს.
"ჯიკვათირის დასახლებაში ადგილობრივებს ამიერიდან გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა ექნებათ, რაც მათთვის წლების განმავლობაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა დროის მოკლე მონაკვეთში ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, შეძლებენ გადაადგილებას და ქალაქის ცენტრთან დაკავშირებას", - ვასილ გველესიანი