ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ საწირეში საცხოვრებელი სახლი იწვის.
ადგილზე სამი სახანძრო მანქანაა მობილიზებული ქუთაისიდან და ტყიბულიდან. დაშავებული არავინ არ არის.
ხანძრის გაჩენის დროს დასახლებას ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.