მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ მიმდინარე სამუშაოები საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს მამუკა ჩხეტიანთან ერთად დაათვალიერა.
როგორც მერმა აღნიშნა სოფელ ტყაჩირის საჯარო სკოლაში სექტემბრიდან სასწავლო პროცესი თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში განახლდება, რაც სოფლის მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ სკოლაში ეყრება საფუძველი მომავალი თაობის აღზრდასა და განვითარებას. სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის პროექტს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახორციელებს. შეიცვალა სახურავი, კარ-ფანჯარა, ფასადი. სკოლაში სულ 178 მოსწავლე სწავლობს.