კამპანია - „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ დაიწყო. კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და საზოგადოების გაერთიანება ქალთა უფლებების წინააღმდეგ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის კამპანიას და საინფორმაციო შეხვედრებს მართავს.

დღეს მერიაში იძულებით გადაადგილებულ პირთა ორგანიზაცია „თანხმობის“ წარმომადგენლებმა, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, სადაც ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციულ ღონისძიებებზე ისაუბრეს. შეხვედრას სოციალური და ჯანმრთელობის დაცვისა სამსახურის, საფინანსოსა და ქონების მართვის სამსახურის უფროსები და თანამშრომლები ესწრებოდნენ. შეხვედრა გახსნა მერის მრჩეველმა გენდერულ საკითხებში ირმა ხელაძემ და აღნიშნა რომ მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს გამართავს და კიდევ ერთხელ განუმარტავს იმ სერვისებს რასაც სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან მსხვერპლს მხარდაჭერის კუთხით სთავაზობს. ................ ძალადობის მსხვერპლის საკონსულტაციო ცხელი ხაზი დარეკვა შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში ანონიმურად, უფასოდ, ნებისმიერი ოპერატორიდან 116006 სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი 1481. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა 595952259